რა არის მესამე მხარის ლოგისტიკა (3PL) და როგორ შევარჩიოთ საიმედო ბიზნეს პარტნიორი?
თანამედროვე ბიზნესში ლოგისტიკა აღარ არის დამხმარე პროცესი. ის იქცა ერთ–ერთ ყველაზე კრიტიკულ კომპონენტად, რადგან პროდუქტის დროული მიწოდება და ოპერაციული ეფექტიანობა პირდაპირ განსაზღვრავს კომპანიის რეპუტაციასა და მომხმარებლის კმაყოფილებას.
ამასთან, ბაზარზე გამოიკვეთა მნიშვნელოვანი ტენდენცია: კომპანიები სულ უფრო ხშირად ანდობენ სასაწყობე სერვისებს გარე ლოგისტიკურ პარტნიორებს. ეს მათ საშუალებას აძლევს, გამოათავისუფლონ რესურსები, შეამცირონ ხარჯები და კონცენტრირდნენ მთავარზე – ბიზნესის განვითარებასა და გაყიდვებზე.
რას მოიცავს 3PL სერვისი ყოველდღიურ ოპერაციებში?
მესამე მხარის ლოგისტიკა არის სერვისი, როცა ბიზნესი ლოგისტიკურ პროცესებს გარე სპეციალიზებულ კომპანიას აბარებს. ეს ნიშნავს, რომ თქვენ აღარ გიწევთ საწყობის მართვა, მარაგების კონტროლი, შეკვეთების დამუშავება ან ტრანსპორტირების სერვისის მონიტორინგი, ამას მთლიანად გარე ლოგისტიკური პარტნიორი უზრუნველყოფს.
3PL სერვისის ძირითადი ფუნქციები მოიცავს:
- საქონლის მიღება და შენახვა ორგანიზებულ სივრცეში;
- მარაგების პროგრამული კონტროლი;
- შეკვეთების დამუშავება და შეფუთვა;
- ტრანსპორტირება და მიწოდება;
- უკან დაბრუნებული საქონლის დამუშავება და განთავსება.
რატომ მიმართავენ ბიზნესები მესამე მხარის ლოგისტიკას?
დღეს კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ლოგისტიკა იყოს სწრაფი, სტაბილური და პროგნოზირებადი. სწორედ ამიტომ, ყოველდღიურად უფრო მეტი ბიზნესი არჩევს 3PL სერვისს. ეს გადაწყვეტილება ეხმარება ოპერაციების გამარტივებასა და ხარჯების ოპტიმიზაციაში.
Deloitte-ის (https://shorturl.at/dSYKi) კვლევის მიხედვით, კომპანიების 70%-ზე მეტი ამბობს, რომ მესამე მხარის ლოგისტიკის არჩევის მთავარი მიზეზი ოპერაციული ხარჯების შემცირებაა.
ეს მაჩვენებელი კარგად ასახავს ბაზრის რეალურ ტენდენციას. ბიზნესები მიხვდნენ, რომ საკუთარი საწყობის შენახვა, საკურიერო კომპანიებთან ურთიერთობა, პერსონალის მოძიება და ტექნოლოგიების უზრუნველყოფა, ბევრად მეტ რესურსს მოითხოვს, ვიდრე ამ პროცესების გარე ლოგისტიკურ პარტნიორზე გადაბარებაა.
5 მთავარი სარგებელი, რომელსაც მესამე მხარის ლოგისტიკა გვთავაზობს:
ხარჯების შემცირება
3PL პროვაიდერებს აქვთ ფართო რესურსული ქსელი. ეს მოიცავს საწყობის სივრცეს, სატრანსპორტო საშუალებებს, ადამიანურ რესურსებს და ტექნოლოგიებს. ამასთან, 3PL სერვისი ბიზნესს აძლევს საშუალებას გადაიხადოს მხოლოდ ფაქტობრივად გამოყენებული სივრცისა და მომსახურებისთვის. ეს მოქნილობა უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი ხარჯების დაზოგვას, რაც პირდაპირ აისახება ბიზნესის ფინანსურ შედეგებზე.
დროული და სტაბილური მიწოდება
თანამედროვე სასაწყობე სერვისი და ავტომატიზებული სისტემები უზრუნველყოფს შეკვეთების სწრაფ დამუშავებას და ვადების დაცვას, რაც პირდაპირ აისახება მომხმარებლის კმაყოფილებაზე.
მოქნილობა
სეზონური დატვირთვის დროს ბიზნესს აღარ სჭირდება დამატებითი ფართისა და რესურსების მოძიება. 3PL სერვისის მომწოდებელი სწრაფად ადაპტირდება გაზრდილ მასშტაბებზე, ხოლო შემდეგ კვლავ უბრუნდება ჩვეულ დონეს.
სეზონური პრობლემები საცალო სექტორისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. ამ პრობლემებთან გასამკლავებლად, ცნობილი ბრენდები, როგორიცაა Adidas, H&M, Walmart და სხვები სწორედ 3PL სერვისს იყენებენ.
ტექნოლოგიური უპირატესობები
მარაგების კონტროლი პროგრამულად და გამჭვირვალე პროცესი კომპანიას აძლევს სრულ სურათს თითოეულ ოპერაციაზე და გამორიცხავს ადამიანურ შეცდომებს.
ეფექტიანობა
კაპიტალის დაზოგვის გარდა, 3PL სერვისი მნიშვნელოვნად ზოგავს დროსაც. ეს კომპანიას აძლევს შესაძლებლობას მეტი დრო დაუთმოს ძირითად საქმიანობას, როგორიცაა პროდუქტის განვითარება, მომხმარებლის მომსახურება, გაყიდვები და ბაზრის გაფართოება. ეფექტიანობის გაუმჯობესება ზრდის ინვესტიციის დაბრუნების მაჩვენებელს.
როგორ მუშაობს 3PL სერვისი პრაქტიკაში?
3PL სერვისი ისეა მოწყობილი, რომ შეკვეთის მიღებიდან პროდუქტების მომხმარებელთან მიტანამდე, პროცესის თითოეული ნაბიჯი ავტომატიზებულია. მარაგების პროგრამული კონტროლი ბიზნესისთვის გამჭვირვალობასა და მინიმალურ დანაკარგს უზრუნველყოფს.
წარმოიდგინეთ, გაქვთ მცირე ონლაინ მაღაზია და არ გაქვთ სასაწყობე სერვისი.
- თქვენ აწვდით მარაგებს 3PL საწყობს, სადაც ხდება მიღება, სკანირება, კოდირება და განთავსება.
- როგორც კი მომხმარებელი აკეთებს შეკვეთას, სისტემა ავტომატურად აგზავნის მონაცემს 3PL პლატფორმაზე.
- საწყობის ოპერატორი ან ავტომატური სისტემა არჩევს შესაბამის პროდუქტს თაროდან, ამზადებს და ფუთავს ბრენდის სტანდარტებით.
- გარე ლოგისტიკური პარტნიორი გადასცემს შეკვეთას კურიერს და მომხმარებელი იღებს ინფორმაციას გზავნილის სტატუსის შესახებ.
- ტრანსპორტირების სერვისი უზრუნველყოფს შეკვეთის დროულ მიწოდებას;
- თუ ნივთი უკან ბრუნდება, 3PL პარტნიორი ამუშავებს, ამოწმებს და აღრიცხავს მარაგების კონტროლის სისტემაში.
როგორ უნდა აირჩიოს ბიზნესმა გარე ლოგისტიკური პარტნიორი?
სწორი ლოგისტიკული პარტნიორის შერჩევა პირდაპირ განსაზღვრავს თქვენი ოპერაციების სისწრაფეს, მომხმარებლის გამოცდილებას და საბოლოოდ, გაყიდვებს.
სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, ყურადღება მიაქციეთ შემდეგ ფაქტორებს:
- რა გამოცდილება აქვს პროვაიდერს?
- რამდენად უსაფრთხო და თანამედროვეა ინფრასტრუქტურა?
- როგორია მიწოდების სიჩქარე და სერვისის სტანდარტები?
- აქვს თუ არა გამჭვირვალე, ავტომატიზებული პროგრამული სისტემა?
- გთავაზობთ თუ არა მოქნილ ფასებს და რეალური გამოყენების მიხედვით გადახდას?
მესამე მხარის ლოგისტიკა საშუალებას აძლევს ბიზნესს ფოკუსირდეს ზრდაზე, გადაახალისოს ოპერაციები და მნიშვნელოვნად შეამციროს ხარჯები. უსაფრთხო, სწრაფი და გამჭვირვალე სასაწყობე სერვისი აღარ არის რთული გამოწვევა. გარე ლოგისტიკური პარტნიორი დაგეხმარებათ თქვენი მარაგები იყოს ორგანიზებული, პროცესები გამჭვირვალე და ტრანსპორტირების სერვისი დროული.
მზად ხართ, რომ თქვენი ლოგისტიკა უფრო მარტივი და ეფექტური გახადოთ? “დასტა 3PL” ბიზნესებს მესამე მხარის ლოგისტიკური მომსახურების სრულ ციკლს სთავაზობს, რაც გულისხმობს პროდუქციის მიღებას დასტას საწყობში, ინვენტარიზაციასა და უსაფრთხო შენახვას, შეკვეთების აგროვებასა და გაცემას.
3 PL პარტნიორობის ფარგლებში მომხმარებელს საშუალება აქვს იქირაოს ზუსტად იმდენი სივრცე, რამდენიც რეალურად სჭირდება და გადაიხადოს თანხა მხოლოდ ფაქტობრივად გამოყენებულ ფართში.
თქვენს ბიზნესზე მორგებული შეთავაზების მისაღებად დაგვიკავშირდით: +995 32 2 900 112