FAQ
ჩვენ ვართ გარე ლოგისტიკური პარტნიორი, რომელიც კომპანიებს მარაგების 3PL მომსახურებას უწევს. მომსახურება მოიცავს სრულ ლოგისტიკურ ჯაჭვს - საქონლის საწყობში მიღებიდან საბოლოო მომხმარებლისთვის მიწოდებამდე.
- თაროს/სივრცის გაქირავება;
- პროდუქციის მიღება/განთავსება;
- მარაგების აღრიცხვა/კონტროლი;
- შეკვეთების აგროვება/დასტიკერება/გასაგზავნად მომზადება;
- შეკვეთების განაწილება სავაჭრო ობიექტებში.
3PL სერვისი საშუალებას გაძლევთ მარტივად მართოთ მარაგები, დაზოგოთ დრო, სივრცე და ფინანსური რესურსი.
პროდუქციის მიღება, ინვენტარიზაცია, შენახვა, შეკვეთების შეგროვება და მიწოდება - ყველა პასუხისმგებლობა დასტას გუნდზე გადადის.
დასტა სრულად იღებს პასუხისმგებლობას კომპანიის ლოგისტიკურ პროცესებზე. ბიზნესს აღარ სჭირდება საკუთარი საწყობის ქირაობა, მარაგების მართვაზე ზრუნვა, აღარ არის ჩართული შეკვეთების დამუშავებასა და მიწოდებაში.
მომხმარებელს არ უწევს მთლიანი სასაწყობე სივრცის ქირაობა. საშუალება აქვს იქირაოს ზუსტად იმდენი სივრცე, რამდენიც რეალურად სჭირდება და გადაიხადოს თანხა მხოლოდ ფაქტობრივად გამოყენებულ ფართში.
საწყობი დაცულია მრავალდონიანი უსაფრთხოების სისტემით, რაც მოიცავს:
- 24 საათიან დაცვას;
- კლიმატ კონტროლს;
- ხანძარსაწინააღმდეგო სისტემას;
- ვიდეო მონიტორინგს;
- რეგულარულ დასუფთავებას და პესტკონტროლს;
- ელექტრონული შეღწევადობის კონტროლს;
- საარქივე და სასაწყობე მართვის თანამედროვე სისტემას.
დასტას 3PL სერვისით შეუძლიათ ისარგებლონ სხვადასხვა სექტორის კომპანიებმა, რომლებიც საჭიროებენ ორგანიზებულ, უსაფრთხო და ოპტიმიზებულ ლოგისტიკურ მხარდაჭერას:
- E-commerce ბიზნესები;
- ტანსაცმლის საცალო გაყიდვების ქსელები;
- ელექტრონიკის იმპორტიორები და დისტრიბუტორები;
- სამშენებლო სექტორი;
- კვების ინდუსტრია;
- კომპანიები, რომლებიც საქმიანობენ სამედიცინო დანადგარების, საგანმანათლებლო მასალებისა და საოფისე ნივთების სექტორში.
დასტას საწყობს ბაზარზე თანამედროვე ინფრასტრუქტურა და უსაფრთხოების მრავალდონიანი სისტემა გამოარჩევს. თაროებზე შენახვის სისტემა კი - ბიზნესს მაქსიმალურ მოქნილობას ანიჭებს.
დასტა 3 PL იყენებს თანამედროვე პროგრამას, რომელიც რეალურ დროში აკონტროლებს მარაგებს. სისტემა ამარტივებს პროგნოზირებას მომავალი გაყიდვების, სეზონურობისა და მოთხოვნის ცვალებადობის მიხედვით.
ჩვენთან ფასები მოქნილია. ტარიფი დგინდება ბიზნესის საჭიროების მიხედვით, თუ რა პერიოდით და მოცულობით ითვისებს მომხმარებელი სივრცეს.
ამ ეტაპზე კომპანია მხოლოდ თბილისის ტერიტორიაზე ოპერირებს.