რას გთავაზობთ?
დასტა ბიზნესებს მესამე მხარის ლოგისტიკური მომსახურების სრულ ციკლს სთავაზობს, რაც გულისხმობს პროდუქციის მიღებას დასტას საწყობში, ინვენტარიზაციასა და უსაფრთხო შენახვას, შეკვეთების აგროვებასა და გაცემას.
შედეგად ბიზნესი ზოგავს დროს, რესურსსა და ფინანსებს მარაგების მართვაში და კონცენტრირებულია ძირითად საქმიანობაზე.
3 PL პარტნიორობის ფარგლებში მომხმარებელს საშუალება აქვს იქირაოს ზუსტად იმდენი სივრცე, რამდენიც რეალურად სჭირდება და გადაიხადოს თანხა მხოლოდ ფაქტობრივად გამოყენებულ ფართში.
დასტას 3PL სერვისით შეუძლიათ ისარგებლონ სხვადასხვა სექტორის კომპანიებმა, რომლებიც საჭიროებენ ორგანიზებულ, უსაფრთხო და ოპტიმიზებულ ლოგისტიკურ მხარდაჭერას:
- E-commerce ბიზნესები;
- ტანსაცმლის საცალო გაყიდვების ქსელები;
- ელექტრონიკის იმპორტიორები და დისტრიბუტორები;
- სამშენებლო სექტორი;
- კვების ინდუსტრია;
- კომპანიები, რომლებიც საქმიანობენ სამედიცინო დანადგარების, საგანმანათლებლო მასალებისა და საოფისე ნივთების სექტორში.
გარდა შენახვისა, დასტას სასაწყობე მომსახურება მომხმარებელს სთავაზობს:
- მარაგების სრულყოფილ პროგრამულ აღრიცხვას;
- 24/7 კონტროლს;
- თანამედროვე და უსაფრთხო ინფრასტრუქტურას;
- შეკვეთების აგროვებასა და დროულ მიწოდებას.
მცირე ბიზნესებისთვის ლოგისტიკის მართვა ხშირად დამატებითი სირთულე და ხარჯია. დასტასთან პარტნიორობით, ეს პასუხისმგებლობა სრულად გადადის კომპანიის გუნდზე. შედეგად ბიზნესს აღარ სჭირდება საკუთარი საწყობის ქირაობა, მარაგების მართვაზე ზრუნვა, აღარ არის ჩართული შეკვეთების დამუშავებასა და მიწოდებაში. ბიზნესი ახდენს ხარჯების ოპტიმიზაციას და იღებს პროფესიონალურ მხარდაჭერას გამოცდილი და სანდო გუნდისგან.
დასტა 3 PL იყენებს თანამედროვე პროგრამას, რომელიც რეალურ დროში აკონტროლებს მარაგებს. სისტემა ამარტივებს პროგნოზირებას მომავალი გაყიდვების, სეზონურობისა და მოთხოვნის ცვალებადობის მიხედვით. შედეგად, კომპანიებს შეუძლიათ თავიდან აიცილონ არასაჭირო მარაგი (overstock) ან მარაგის ამოწურვა (understock).
ჩვენი სისტემა შექმნილია იმისთვის, რომ ბიზნესებს მიაწოდოს ზუსტი, გამჭვირვალე და რეალურ დროზე დაფუძნებული სასაწყობე მომსახურება თბილისის ტერიტორიაზე.