ჩვენ შესახებ
10 წელზე მეტი გამოცდილება მარაგების მართვაში
„დასტა“ ქართულ ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს და წლების განმავლობაში დამკვიდრდა, როგორც დოკუმენტების უსაფრთხო შენახვის, ციფრულ ფორმატში გადაყვანისა და განადგურების მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი მომსახურების სანდო მიმწოდებელი.
მრავალწლიანი გამოცდილება, დარგის ცოდნა და კლიენტების ნდობა გახდა ის ბაზა, რომელმაც კომპანიას საშუალება მისცა განვითარების შემდგომ ეტაპზე გადასულიყო.
2022 წელს შეიქმნა „დასტა 3PL“ - მიმართულება, რომელიც ბიზნესებს სთავაზობს მესამე მხარის ლოგისტიკის სრულ ციკლს: ტვირთის მიღებიდან საწყობში, შეკვეთების დამუშავებასა და შეფუთვამდე, საბოლოო მომხმარებლისთვის მიწოდების ჩათვლით.
სასაწყობე მომსახურების სრული ციკლი
დასტას სასაწყობე მომსახურების შექმნა კომპანიის ძირითად საქმიანობას უკავშირდება. იდეა ბუნებრივად წარმოიშვა იმ კომპანიებთან თანამშრომლობის პროცესში, რომლებიც უკვე სარგებლობდნენ არქივის სერვისით და დამატებით საჭიროებდნენ მარაგების უსაფრთხო და მოწესრიგებულ შენახვას. სწორედ ამ საჭიროებებზე დაყრდნობით ჩამოყალიბდა 3PL სერვისი, რომელიც დღეს უკვე დამოუკიდებელ და სრულფასოვან ბიზნეს მიმართულებად იქცა.
დასტა 3PL-ის მიზანია ლოგისტიკისა და მარაგების მართვის სფეროში ახალი სტანდარტების დამკვიდრება - შექმნას ინფრასტრუქტურა და პროცესები, რომლებიც ბიზნესებს აძლევს ოპერაციული მოქნილობის, ეფექტიანობისა და სწრაფი ზრდის რეალურ ბერკეტებს.
ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ლოგისტიკა აღარ არის დამაბრკოლებელი ფაქტორი, არამედ - სტრატეგიული უპირატესობა, რომელიც აძლიერებს კომპანიების პოზიციას ბაზარზე.
დასტა 3PL-ის მისიაა გახდეს ბიზნესების სანდო ლოგისტიკური პარტნიორი. პროცესების ოპტიმიზაციით, თანამედროვე ტექნოლოგიებით და პროფესიული სტანდარტებით დავეხმაროთ კომპანიებს, ფოკუსირდნენ ძირითად საქმიანობაზე.
ჩვენი ამოცანაა ლოგისტიკური ჯაჭვის ყველა ეტაპის ოპტიმიზაცია - ტვირთის მიღებიდან საბოლოო მიწოდებამდე - პროცესების გამჭვირვალობის, სიზუსტისა და სისწრაფის უზრუნველყოფით.
ჩვენ ვთანამშრომლობთ ქართულ და საერთაშორისო კომპანიებთან, რომლებსაც სჭირდებათ სანდო, ორგანიზებული და ტექნოლოგიურად გამართული 3PL სერვისი.
დასტას სასაწყობე სივრცის ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს მარაგების ორგანიზებულ და უსაფრთხო შენახვას, რაც მოიცავს:
- 24 საათიან დაცვას;
- კლიმატ კონტროლს;
- ხანძარსაწინააღმდეგო სისტემას;
- ვიდეო მონიტორინგს;
- რეგულარულ დასუფთავებას და პესტკონტროლს;
- ელექტრონული შეღწევადობის კონტროლს;
- საარქივე და სასაწყობე მართვის თანამედროვე სისტემას.
3 PL პარტნიორობის ფარგლებში მომხმარებელს საშუალება აქვს იქირაოს ზუსტად იმდენი სივრცე, რამდენიც რეალურად სჭირდება, გადაიხადოს თანხა მხოლოდ ფაქტობრივად გამოყენებულ ფართში, მოარგოს სერვისები სეზონურ დატვირთვასა და მარაგების ცვლად მოცულობას, დაზოგოს ქირის, კომუნალურებისა და შრომის რესურსის ხარჯები.
სასაწყობე მომსახურებით შეუძლიათ ისარგებლონ სხვადასხვა სექტორის კომპანიებმა, რომლებსაც სჭირდებათ ორგანიზებული, უსაფრთხო და ოპტიმიზირებული მხარდაჭერა.
სერვისი მოიცავს:
- პროდუქციის შენახვას;
- პროდუქციის მიღებას, შემოწმებას, დახარისხებას;
- მარაგების აღრიცხვას;
- შეკვეთების აგროვებას;
- შეკვეთების დასტიკერებას, გასაგზავნად მომზადებას;
- შეკვეთების მიწოდებას.
დღეისთვის დასტა ორივე მიმართულებით ემსახურება 200-მდე ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიას, რომლებსაც საშუალება აქვთ, დაზოგონ ხარჯები, გაიმარტივონ საოპერაციო პროცესები და კონცენტრირდნენ ბიზნესის ზრდაზე.