რა ღირს რეალურად საკუთარი საწყობის გაშლა vs 3PL-თან პარტნიორობა?

რაღაც ეტაპზე თითქმის ყველა მზარდ ბიზნესს უჩნდება ერთი და იგივე კითხვა: ავაშენოთ საკუთარი საწყობი თუ ვიმუშაოთ 3PL პარტნიორთან?
გარედან ეს არჩევანი მარტივი ჩანს. საკუთარი საწყობი თითქოს მეტ კონტროლს ნიშნავს, ხოლო 3PL პარტნიორობა სადავეების სხვისთვის გადაბარებას.
რეალურად კი საუბარია ფინანსურ მოდელზე, რისკებზე და იმაზე, რამდენ რესურსს ხარჯავს ლოგისტიკა ყოველდღიურად.
სწორად შერჩეული გზა ამცირებს ხარჯებს, აჩქარებს მიწოდებას და გუნდს უტოვებს დროს მთავარი საქმისთვის – გაყიდვები და ბიზნესის ზრდა. არასწორი არჩევანი კი ხშირად იქცევა მუდმივ ხარჯად, რომელიც თვეების განმავლობაში შეუმჩნევლად გროვდება.
რატომ დგება ეს არჩევანი ქართულ ბიზნესში?
ქართულ რეალობაში ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით ხშირად ჩნდება მაშინ, როცა: შეკვეთების რაოდენობა იზრდება, ონლაინ-გაყიდვები ფართოვდება, ლოგისტიკა რთულდება და მომხმარებლის მოლოდინები იზრდება.
ამ ფონზე ბევრი ბიზნესისთვის ლოგისტიკა აღარ არის უბრალოდ საწყობში დალაგება, ეს ხდება კრიტიკული ოპერაციული რგოლი, რომელიც პირდაპირ მოქმედებს გაყიდვებზე, რეპუტაციასა და ბიუჯეტზე.
რა საწყისი ინვესტიციაა საჭირო საკუთარი საწყობის მოსაწყობად?
როდესაც კომპანია გადაწყვეტს საკუთარი საწყობის გახსნას, მნიშვნელოვანია გაითვალსიწინოს სერიოზული საწყისი კაპიტალური ხარჯები (CAPEX). ეს არის ის ინვესტიცია, რომელსაც საჭიროა ობიექტის ფუნქციონირებისთვის.
ქართულ ბაზარზე, სადაც შეკვეთების მოცულობა შეიძლება სწრაფად გაიზარდოს და მერე სწრაფად შემცირდეს, ეს ყველაფერი საკმაოდ დიდ და ხშირად გაუთვალისწინებელ ბიუჯეტს საჭიროებს.
ფართის ყიდვა/ქირაობა და რემონტი
საწყობის შენობის შეძენა ან ფართის დაქირავება ხშირად პირველ და ერთ-ერთ ყველაზე დიდ ხარჯად ითვლება. შენობის ზომა უნდა შეესაბამებოდეს არა მხოლოდ მიმდინარე მოთხოვნებს, არამედ დაგეგმილ ზრდასაც.
საწყობის თაროები და ინვენტარის განლაგება
პროდუქციის სწორად და ეფექტურად შენახვისთვის საჭიროა:
- მრავალი ტიპის თარო და სტელაჟი, რომლებიც მაქსიმალურად გამოიყენებს სივრცეს;
- ინვენტარისგან გამოყოფილი ადგილები (სხვადასხვა SKU-სთვის);
- უსაფრთხოების სისტემები.
ტექნიკა – სამძრავები, სკანერები და სხვა
საწყობის ინვენტარიზაციის მართვა და პრაქტიკული ოპერაციები დამოკიდებულია ტექნიკაზე:
- სამძრავები (ფორტკლიფტები) – მძიმე ინვენტარის გადაადგილებისთვის;
- პალეტები და კრატები – უსაფრთხო ტრანსპორტირებისა და შენახვისთვის;
- ბარკოდირების სკანერები – სწრაფი და ზუსტი აღრიცხვისთვის;
- ტვირთის ტრანსპორტირებისთვის საჭირო მოწყობილობები.
IT ინფრასტრუქტურა და მართვის სისტემა
ბევრი ბიზნესი ხშირად არ ითვალისწინებს ამ ნაწილს, თუმცა თანამედროვე საწყობისთვის IT სისტემა ერთ-ერთი საბაზისო მოთხოვნაა:
- WMS (Warehouse Management System)
- ინტეგრაცია გაყიდვების პლატფორმებთან
- სერვერები, უსაფრთხოების სისტემები და ქსელი
- თითოეული SKU-ს მონიტორინგი და ანალიტიკა
რა არის ყოველთვიური ფიქსირებული ხარჯები საწყობის მართვისას?
თუ ბიზნესი ქალაქში საკუთარ სასაწყობე ფართს ფლობს, ყოველთვიურად სპეციფიკური ფიქსირებული ხარჯები ჩნდება. ეს ხარჯები არ მცირდება იმის მიხდვით, აქვს კომპანიას შეკვეთები თუ არა.
ფიქსირებულ ხარჯებში ითვლება: ქირა ან იპოთეკა, კომუნალური გადასახადები, დაცვა და უსაფრთხოება, დაზღვევა, შენობის მოვლა.
რას მოიცავს შრომითი ხარჯები საკუთარი საწყობის ფლობისას?
როდესაც კომპანია მართავს საკუთარ საწყობს, შრომითი ხარჯები ხშირად ერთ-ერთი ყველაზე დიდ და შეუმჩნეველ ფინანსურ დატვირთვას წარმოადგენს კომპანიისთვის.
ეს ხარჯები არ არის მხოლოდ ხელფასები, ის მოიცავს მთელი ადამიანური რესურსის მართვის საჭიროებას, რომელიც აუცილებელია საწყობის ყოველდღიური ოპერაციული ფუნქციონირებისთვის.
შრომითი ხარჯი შეიძლება იყოს: საწყობის პერსონალი, მენეჯერი, შიფტები და ოვერთაიმები, პერსონალის ტრენინგი.
რადგან შრომითი ხარჯები პირდაპირაა დაკავშირებული შეკვეთების რაოდენობასთან და პროცესების ცვლილებასთან, საკუთარი საწყობი ხშირად უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე უბრალოდ ხელფასების გადახდა.
3PL პარტნიორი კი უმეტეს შემთხვევაში გვთავაზობს გუნდს, რომელიც გამოცდილი და დატრენინგებულია. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს შრომით ხარჯებს.
რას უკავშირდება ყველაზე ხშირად გაუთვალისწინებელი ხარჯები საწყობის მოწყობისას?
როდესაც ბიზნესი იწყებს იმის გათვლას, რა უჯდება ხარისხიანი საწყობის მართვა, აფასებენ ძირითად ხარჯებს: ქირა, ელექტროენერგია, პერსონალი. მაგრამ ბაზარზე ძალიან ბევრი ისეთი ხარჯი არსებობს, რომელიც ერთი შეხედვით შეუმჩნეველია, მაგრამ რეალურად ყოველწლიურად მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბიუჯეტზე.
ასეთი ხარჯები შეიძლება იყოს: უსაფრთხოების ინვენტარი, დაზიანებული და დაკარგული საქონელი, გაფუჭებული ტექნიკა, IT სისტემის განახლება, შიდა აუდიტი.
3PL მოდელი ამ პრობლემას თავის თავზე იღებს, რადგან ამ ხარჯების დიდი ნაწილი ტრადიციულად უკვე დათვლილია და გათვალისწინებულია სერვისის ფასში.
როგორია 3 PL ხარჯების სტრუქტურა?
3 PL მოდელში გადახდა არ ხდება ერთი ფიქსირებული თვიური გადასახადით, არამედ მომსახურების ტიპისა და მოცულობის მიხედვით. სტრუქტურა ბევრად უფრო გამჭვირვალე და მოქნილია კომპანიებისთვის, რადგან იხდი სწორად იმდენს, რამდენსაც იყენებ.
რა ოპერაციებს შეიძლება იყენებდეს ბიზნესი?
მარაგების შენახვა – შენახვის საფასური დამოკიდებულია იმაზე, რამდენ სივრცეს იკავებს თქვენი პროდუქცია საწყობში.
როგორც წესი, ფასდება:
- პალეტზე
- კუბურ მეტრზე
- კონკრეტულ ნივთზე
საფასური ითვლება თვეში ერთხელ. თუ პროდუქციის მოცულობა იზრდება, იზრდება ხარჯიც. თუ მცირდება – მცირდება ხარჯიც.
მარაგების მიღება – სერვისი მოიცავს:
- ტვირთის ჩამოტვირთვას
- რაოდენობის შემოწმებას
- ინვენტარიზაციას
- სისტემაში ასახვას
- შესაბამის ზონაში განაწილებას
სერვისის ღირებულება ითვლება, როგორც წესი, პალეტით, ყუთით ან საათობრივად.
შეკვეთის მომზადება – ეს არის 3PL-ის მთავარი სერვისი
პროცესი მოიცავს:
- პროდუქტის ამოღებას საწყობიდან (picking)
- შეფუთვას (packing)
- გადაზიდვის ეტიკეტის მომზადებას
ღირებულება ითვლება, როგორც წესი, თითოეულ შეკვეთაზე.
გაცემა და გადაზიდვა – ზოგ შემთხვევაში გადაზიდვის ორგანიზება შედის picking & packing ფასში, ზოგ შემთხვევაში კი ცალკე ფასდება.
ეს მოიცავს:
- ამანათის მომზადებას
- კურიერულ სერვისთან კოორდინაციას
- ტრეკინგის უზრუნველყოფას
დამატებითი სერვისები – 3PL კომპანიები ხშირად სთავაზობენ დამატებით მომსახურებებს, როგორიცაა:
- ეტიკეტირება
- გადაფუთვა
- ბრენდირებული შეფუთვა
- დაბრუნებების დამუშავება
- კიტინგი (რამდენიმე პროდუქტის ერთ კომპლექტად შეკრება)
ეს სერვისები ფასდება ცალკე, საჭიროების მიხედვით.
რატომ არის ეს მოდელი მოქნილი?
3PL მოდელის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ხარჯი მოცულობაზეა მიბმული და არა ინფრასტრუქტურაზე. ბიზნესი არ იხდის ფიქსირებულ ქირას, არ ინახავს ცარიელ სივრცეს, არ აფინანსებს დაუკავებელ პერსონალს. ხარჯი დამოკიდებულია შეკვეთების რაოდენობის ცვლილებაზე.
სწორედ ამიტომ, მცირე და მზარდი ბიზნესისთვის 3PL ხშირად უფრო მოქნილი და ფინანსურად უსაფრთხო მოდელია.
რატომ ჯდება ძვირი საკუთარი საწყობი?
წარმოიდგინეთ ონლაინ მაღაზია, რომელიც თვეში დაახლოებით 800 შეკვეთას ამუშავებს. პროდუქციის ასორტიმენტი საშუალოდ 1 500 ერთეულია. მარაგი დაახლოებით 12–15 პალეტს იკავებს.
- საწყობის ქირა დაახლოებით 3 000 ლარი;
- კომუნალური ხარჯი 600-700 ლარი;
- ორი ოპერატორი დაახლოებით 4 000 ლარი;
- მენეჯერი მინიმუმ 2 500 ლარი;
- დაზღვევა, დაცვა, ტექნიკური დანახარჯები კიდევ 1 000 – 1 500 ლარი;
- სულ დაახლოებით 11-12 ათასი ლარი თვეში.
ხარჯში არ არის გათვალისწინებული თაროები, ტექნიკა, სკანერები, პროგრამული სისტემა და სხვა.
იგივე კომპანია 3PL მოდელში
- შენახვის საფასური დაახლოებით 1 800 ლარი;
- მიღება 500-600 ლარი;
- Pick & Pack – 3 500-4 000 ლარი;
- დამატებითი მომსახურება – 600–800 ლარი;
- სულ დაახლოებით 6-7 ათასი ლარი თვეში.
სხვაობა თითქმის 5 000 ლარია თვეში, ხოლო წელიწადში – 60 000 ლარი.
ახლა წარმოიდგინეთ, რომ ბიზნესი იზრდება და შეკვეთების რაოდენობა 800-დან 3000-მდე გაიზარდა.
საკუთარი საწყობის შემთხვევაში ეს ნიშნავს:
- მინიმუმ სამჯერ მეტ ფართს
- დამატებით 2–3 თანამშრომელს
- ახალ ტექნიკას
- შესაძლოა მეორე შიფტს
თვიური ხარჯი ადის 25- 30 ათას ლარამდე და საჭიროა დამატებითი ფართის მოძიენაც.
3PL მოდელში კი უბრალოდ იზრდება შესრულებული შეკვეთების რაოდენობა და შესაბამისად ინვოისი.
საკუთარი საწყობი უფრო მომგებიანია, როცა მოცულობა ძალიან დიდია და სტაბილური. 3PL უფრო მიმზიდველია, როცა ბიზნესი ჯერ იზრდება, იცვლება ან არ სურს დიდი კაპიტალური ინვესტიცია.
რატომ შეიძლება იყოს 3PL სერვისით სარგებლობა უფრო მომგებიანი ქართულ რეალობაში?
ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის ყველაზე დიდი გამოწვევა ხშირად ფული კი არა, ფოკუსია.
კომპანია ერთდროულად ცდილობს:
- გაყიდვების ზრდას
- მარკეტინგის გაძლიერებას
- ბრენდის პოზიციონირებას
- კლიენტებთან ურთიერთობას
- და ამ ყველაფერთან ერთად, საწყობის მართვას
შედეგად, ლოგისტიკა ხდება დროის და ენერგიის მშთანთქავი პროცესი.
საკუთარი საწყობის მოდელში ბიზნესი ჯერ ინფრასტრუქტურას აშენებს და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს მასშტაბირებას. 3PL მოდელში კი ინფრასტრუქტურა უკვე არსებობს.
ბიზნესი არ აბანდებს კაპიტალს შენობაში, თაროებში და ტექნიკაში, ის ინვესტირებას აკეთებს იქ, სადაც შემოსავალი იქმნება – რეკლამასა და გაყიდვებში.
ქართული ბაზარი ჯერ კიდევ დინამიკურია. მოთხოვნა შეიძლება სწრაფად გაიზარდოს ან შემცირდეს. ასეთ გარემოში დიდი კაპიტალური ვალდებულება ხშირად დამატებითი რისკია.
რატომ უნდა აირჩიო დასტა 3 PL-ის მომსახურება?
შეკვეთების რაოდენობა, მარაგების მოცულობა, სეზონურობა, პროდუქტის სპეციფიკა – ყველა კომპანიის ოპერაციული პროცესები განსხვავებულია. ამიტომ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა ეყრდნობოდეს არა ზოგად შეფასებას, არამედ ბიზნესის რეალურ მონაცემებს.
სწორედ ამიტომ დასტა 3PL გთავაზობთ ინდივიდუალურ მინი აუდიტს – რეალური ხარჯების შედარებას თქვენი ბიზნესისთვის.
ჩვენთან შეგიძლიათ:
- დათვალოთ თქვენი მიმდინარე ოპერაციული ხარჯი
- შეადაროთ იგი 3PL მოდელს
- გამოავლინოთ ფარული დანახარჯები
- გაიგოთ, სად არის რეალური ოპტიმიზაციის ზონა
ეს არის ციფრებზე დაფუძნებული ანალიზი, რომელიც დაგეხმარებათ მიიღოთ ფინანსურად სწორი გადაწყვეტილება.
თუ გსურთ იცოდეთ, რა მოდელია თქვენთვის უფრო მომგებიანი, დაგვიკავშირდით: 032 290 01 12