რატომ კარგავს ბიზნესი ფულს მარაგების მართვაში და როგორ ცვლის ამას 3PL მოდელი

მარაგების მართვა ბევრისთვის მხოლოდ საწყობია. რეალურად კი ეს არის ბიზნესის ფულადი ნაკადის, სტაბილური გაყიდვებისა და მომხმარებლის გამოცდილების მართვა ერთ სისტემაში.
ქართულ ბაზარზე, სადაც ბიზნესი სწრაფად იზრდება, მაგრამ პროცესები ხშირად არასწორად არის სტრუქტურირებული, მარაგების მართვა ერთ–ერთი ყველაზე დაუფასებელი, თუმცა კრიტიკული მიმართულებაა.
ამ ბლოგში განვიხილავთ, რა შეცდომებს უშვებენ ბიზნესები მარაგების მართვაში და როგორ შეიძლება მათი გამოსწორება სისტემური 3PL მიდგომით.
რა არის მარაგების მართვა და რატომ არის კრიტიკული ქართულ ბიზნესში?
მარაგების მართვა არ ნიშნავს უბრალოდ პროდუქციის შენახვას. ეს არის ბალანსის ხელოვნება მოთხოვნასა და მიწოდებას შორის ისე, რომ ბიზნესი არც ზედმეტს ხარჯავდეს და არც მომხმარებელს კარგავდეს.
მარაგების მართვა მოიცავს: მოთხოვნის პროგნოზირებას, რეორდერის სწორ დაგეგმვას, უსაფრთხო მარაგის განსაზღვრას, საწყობის ორგანიზებას და რეალურ დროში კონტროლს. სხვა სიტყვებით, ეს არის ფულის მოძრაობის მართვა ფიზიკური პროდუქტის მეშვეობით.
ქართულ ბიზნეს გარემოში ეს საკითხი განსაკუთრებით კრიტიკულია.
რა რისკები მოჰყვება e-commerce ბიზნესისთვის მარაგების არასწორ მართვას?
ონლაინ გაყიდვები საქართველოში სწრაფად იზრდება და ვითარება დინამიურად იცვლება. სხვადასხვა არხიდან ერთდროულად მოდის შეკვეთები და სწრაფი მიწოდების მოლოდინიც მაღალია. ამიტომაც მარაგების მართვა უკვე არა უბრალოდ აღრიცხვა, არამედ ისეთი სისტემა გახდა, რომელიც უშუალოდ იცავს ბიზნესს შეცდომების, გაყიდვების გაუქმებისა და მომხმარებლის დაუსრულებელი უკმაყოფილებისგან.
როცა მარაგის კონტროლი არ არის ავტომატიზებული ან ინტეგრირებული ონლაინ გაყიდვებთან, იზრდება შემთხვევები, როცა პროდუქტს ვებგვერდიდან ყიდულობენ და რეალურად მარაგში აღარ არის. ასეთ დროს შეკვეთა უქმდება და მომხმარებელი კონკურენტთან გადადის.
რა გავლენა აქვს მარაგების არასწორ მართვას ჰოლსეილი / დისტრიბუციაზე?
დისტრიბუციისთვის მარაგი არ არის უბრალოდ პროდუქცია თაროებზე, ეს არის მათი პარტნიორების ნდობის საფუძველი. როცა შეკვეთები არ სრულდება დროულად ან მარაგების დეფიციტი ჩნდება, ეს პირდაპირ აისახება ფინანსურ შედეგებზე.
რა როლს ასრულებს წარმოებაში მარაგების აღრიცხვა?
წარმოებაში მარაგი ორმაგ როლს ასრულებს – ნედლეული და მზა პროდუქცია. ნედლეულის დეფიციტი აფერხებს საწარმოო ხაზს, ხოლო ზედმეტი ნედლეული აჩერებს კაპიტალს.
თუ წარმოება არ არის კოორდინირებული რეალურ მოთხოვნასთან, ჩნდება ან გადატვირთული საწყობი, ან შეფერხებული ოპერაცია. ორივე შემთხვევაში ზარალი პირდაპირ აისახება მოგებაზე.
რა არის ყველაზე გავრცელებული შეცდომები მარაგების მართვაში?
ზედმეტი მარაგი და გაყინული კაპიტალი
ზედმეტი მარაგი ხშირად ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური და ძვირადღირებული შეცდომაა მარაგების მართვაში. ფული, რომელიც შეიძლებოდა დაეხარჯა ბიზნესს ზრდაში ან ოპერაციებში, იყინება.
მაგალითად, მაღაზია, რომელიც წინასწარ იმარაგებს სეზონურ ტანსაცმელს იმაზე უფრო დიდი რაოდენობით, ვიდრე რეალურად სჭირდება, სეზონის ბოლოს კარგავს კაპიტალის მნიშვნელოვან ნაწილს შემცირებული ბრუნვით და ფასდაკლებით რეალიზაციით.
ამიტომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ზუსტი პროგნოზი და მარაგის ოპტიმალური დონის განსაზღვრა, რათა ფული არ გაიყინოს თაროებზე და გამოიყენო იმაში, რაც ბიზნესის სტაბილურ ზრდასა და ეფექტურ ოპერირებას წაადგება.
მარაგების დეფიციტი და დაკარგული გაყიდვები
ერთი ყველაზე ხშირი და პირდაპირი შედეგი არასისტემური მარაგების მართვისას არის out-of-stock შემთხვევები. სიტუაცია, როცა პროდუქტი ვებგვერდზეც ჩანს, მაგრამ რეალურად მარაგში აღარ არის.
ეს უმეტესად სამი მიზეზით ხდება: არასწორი პროგნოზი არასისტემური შეკვეთები და დაგვიანებული რეორდერი.
ამ სიტუაციაში პროდუქტი უბრალოდ იწურება, ხოლო ბიზნესის რეპუტაცია ზიანდება პირდაპირი გზით: მომხმარებელი ვერ იღებს სასურველ ნივთს, არ სურს დაელოდოს და მარტივად გადადის კონკურენტ მაღაზიაში. ეს ზიანს აყენებს არა მხოლოდ დღევანდელ გაყიდვას, არამედ მომავლის პერსპექტივასა და კლიენტის კეთილგანწყობასაც.
ქაოტური აღრიცხვა და არაზუსტი მონაცემები
ხშირად პრობლემა თავად მარაგში კი არა, მის აღრიცხვაშია. როცა სისტემა და რეალური საწყობი ერთმანეთს არ ემთხვევა, ბიზნესი ფაქტობრივად სიბნელეში მართავს პროცესებს. არასწორი ჩამოწერა, დაგვიანებული დოკუმენტაცია, ხელით Excel-ში წარმოებული აღრიცხვა ან არარეგულარული ინვენტარიზაცია ქმნის სხვაობებს, რომლებიც დროთა განმავლობაში იზრდება.
როდესაც მენეჯმენტი გადაწყვეტილებებს იღებს არაზუსტ მონაცემებზე დაყრდნობით, შეცდომები ჯაჭვურად მრავლდება. ხდება ზედმეტი შეკვეთა იქ, სადაც პროდუქტი უკვე საკმარისია, ან პირიქით – დეფიციტი იქ, სადაც სისტემა აჩვენებს საკმარის მარაგს.
არაკონტროლირებადი ლოგისტიკური ხარჯები
მარაგების არასწორი მართვა მხოლოდ ბალანსის საკითხი არ არის. ის ლოგისტიკურ ხარჯებზეც პირდაპირ აისახება. როცა საწყობში პროდუქცია ხშირად გადაადგილდება, ლოკაციები არ არის ოპტიმიზებული, ხდება ზედმეტი გადაფუთვა ან დაბრუნება ქაოსურად მუშავდება, ოპერაციული ხარჯები შეუმჩნევლად იზრდება.
ეს ზრდა ხშირად არ ჩანს ცალკე, მაგრამ საბოლოო მოგებაში აისახება. შრომის დამატებითი დრო, ტრანსპორტირების გაუთვლელი ხარჯი და პროცესების არაეფექტიანობა ქმნის მუდმივ ფინანსურ წნეხს.
პროცედურებისა და სტანდარტების არქონა
ყველაზე ფუნდამენტური შეცდომა არის პროცედურების არარსებობა. როცა მიღების პროცესი არ არის ფორმალიზებული, შეკვეთების დამუშავება განსხვავებულად ხდება და ინვენტარიზაცია ავტომატიზებული არ არის, სისტემა დამოკიდებულია ადამიანზე და არა პროცესზე.
ასეთ გარემოში შეცდომა გარდაუვალია. ერთი არასწორად დამუშავებული შეკვეთა შეიძლება გახდეს დაბრუნების მიზეზი, ერთი არასწორი ჩამოწერა ფინანსური სხვაობის წყარო. სტანდარტების გარეშე პროცესი არაპროგნოზირებადია, ხოლო არაპროგნოზირებადობა ბიზნესისთვის ყველაზე ძვირი რისკია.
სწორედ ამ ეტაპზე ჩნდება მონაცემებზე დაფუძნებული 3PL მოდელის საჭიროება.
როგორ ეხმარება 3PL ამ შეცდომების გამოსწორებაში?
3PL მუშაობს სისტემურად. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ მარაგის შევსება არ იწყება მაშინ, როცა უკვე ამოიწურა, არამედ წინასწარ განსაზღვრული ლოგიკით .
როცა მარაგების შევსების პროცესი სტრუქტურირებულია, ბიზნესს უჩნდება ორი რამ: კონტროლი და წინასწარი გათვლის საშუალება. მოთხოვნის ანალიზი, სეზონური პიკები და არხების ერთიანად დანახვა ეხმარება ბიზნესს, რომ ზედმეტი მარაგი არ დაგროვდეს და პარალელურად დეფიციტიც არ წარმოიშვას.
3PL იყენებს პროგრამას, რომელიც რეალურ დროში აკონტროლებს მარაგებს და ამარტივებს პროგნოზირებას მომავალი გაყიდვების, სეზონურობისა და მოთხოვნის ცვალებადობის მიხედვით.
ზუსტი აღრიცხვა პრაქტიკაში ტექნოლოგიით მიიღწევა: WMS + ბარკოდი/სკანერები + რეალურ დროში მონაცემები. როცა თითოეული გადაადგილება სკანირებით ფიქსირდება, სისტემასა და რეალურ მარაგს შორის სხვაობა მკვეთრად მცირდება.
ინდუსტრიული პრაქტიკაც ამას უსვამს ხაზს: WMS-ისა და ბარკოდ-სკანირების გამოყენება ზრდის ინვენტარის სიზუსტეს, ხოლო რეალურ დროში მონაცემები ამარტივებს შეკვეთების დამუშავებას და შემოსული საქონლის მართვას.
ერთ-ერთ სწრაფად მზარდ ონლაინ მაღაზიაში, რომელსაც უკვე 1 500-ზე მეტი ერთეული მარაგი ჰქონდა, საწყობი ვერ ასწრებდა ადაპტირებას. სეზონის ბოლოს ზედმეტი მარაგი რჩებოდა, ხოლო კამპანიების დროს ტოპ-პროდუქტები იწურებოდა. მომხმარებლები ხედავდნენ პროდუქტს ვებსაიტზე, იხდიდნენ თანხას და მერე იღებდნენ შეტყობინებას, რომ მარაგში აღარ იყო.
პრობლემა არ იყო გაყიდვებში. პრობლემა იყო პროგნოზში და პროცესში.
3PL-მა პირველ ეტაპზე გაანალიზა მარაგების მოძრაობა. გაკეთდა ABC კლასიფიკაცია, განისაზღვრა მინიმალური და მაქსიმალური რეორდერის დონეები და დანერგილ იქნა WMS სისტემა, რომელიც რეალურ დროში აჩვენებდა მარაგს. შეკვეთების დამუშავება გადავიდა სტანდარტიზებულ პროცესზე.
ოთხი თვის შემდეგ სურათი შეიცვალა: ზედმეტი მარაგი შემცირდა 23%-ით, out-of-stock შემთხვევები – 41%-ით, შეკვეთის სიზუსტე გაიზარდა 99%-მდე. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ ბიზნესმა შეწყვიტა „ცეცხლის კერების ჩაქრობა“ და დაიწყო ზრდის დაგეგმვა.
პრობლემა არ იყო გაყიდვებში. პრობლემა იყო პროგნოზში და პროცესში.
3PL-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლიუსი არის ის, რომ პროცესებს აქვს წინასწარ გაწერილი წესები და გრაფიკი .
როცა 3PL მუშაობს KPI-ებით, მომსახურება იზომება ციფრებით. ყველაზე გავრცელებულია: შეკვეთის სიზუსტე, დროული დამუშავება/მიწოდება, დანაკარგის (shrinkage) შემცირება, SLA შესრულება.
იმ მომენტიდან, როცა ლოგისტიკა სტანდარტიზებულ პროცესად და გაზომვად შედეგებად იქცევა, ბიზნესს შეუძლია ფოკუსი გადაიტანოს გაყიდვებზე და ზრდაზე. 3PL პარტნიორობა ხშირად სწორედ ამ მიზეზით ითვლება უფრო ეფექტურ და ტექნოლოგიურად ძლიერ ალტერნატივად საკუთარი საწყობის სრულად მართვასთან შედარებით.
როგორ დაგეხმარებათ დასტა 3PL
ხშირად ბიზნესი 3PL-ზე მაშინ ფიქრობს, როცა პრობლემა უკვე მწვავეა – შეკვეთები იგვიანებს, მარაგი არ ემთხვევა სისტემას, კაპიტალი თაროებზეა გაჩერებული. მაგრამ რეალურად, 3PL არა „სასწრაფო დახმარება“, არამედ სტრატეგიული გადაწყვეტილებაა.
დასტა 3PL ეს არ არის უბრალოდ სივრცე, სადაც პროდუქტი ინახება. ეს არის ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა – WMS სისტემა, ბარკოდირება, რეალურ დროში მონაცემები, რომელიც აერთიანებს გაყიდვებს, მარაგს და მიწოდებას ერთ კონტროლირებად პროცესში.
დასტა იყენებს თანამედროვე პროგრამას, რომელიც რეალურ დროში აკონტროლებს მარაგებს. სისტემა ამარტივებს პროგნოზირებას მომავალი გაყიდვების, სეზონურობისა და მოთხოვნის ცვალებადობის მიხედვით. შედეგად, კომპანიებს შეუძლიათ თავიდან აიცილონ არასაჭირო მარაგი (overstock) ან მარაგის ამოწურვა (understock).
დასტას სასაწყობე სივრცის ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს მარაგების ორგანიზებულ და უსაფრთხო შენახვას. ეს არის სივრცე, სადაც ბიზნესი დარწმუნებულია, რომ მისი პროდუქცია დაცულია ყველა შესაძლო რისკისგან.
დღეს, 200-ზე მეტი კომპანია ენდობა დასტას. მათ შორის არიან როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბიზნესები, რომლებსაც სჭირდებათ ორგანიზებულობა, უსაფრთხოება და ოპერაციული სიმშვიდე.
დასტა თბილისის მასშტაბით, კომპანიებს სრულფასოვან 3PL მომსახურებას სთავაზობს და ეხმარება ლოგისტიკური ოპერაციების მოწესრიგებაში.
მზად ხარ, რომ შენი ლოგისტიკა უფრო მარტივი და ეფექტური გახადო? ანდე მარაგების მართვა დასტას და კონცენტრირდი ბიზნესის ზრდასა და განვითარებაზე.
დეტლური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 032 290 01 12